ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2015


მე მივდიოდი დატბორილ გზებით

მე მივდიოდი დატბორილ გზებით,
ტკივილნარევი ხმები მესმოდა,
მათ აფხაზეთში დამარხეს ძვლები,
იქ, სადაც ძმა ძმას ტყვიას ესროდა.

მე მივდიოდი დატბორილ გზებით,
თუმც არ ვიცოდი, წინ რა მელოდა,
გულში მაქვს სევდა ნაომარ წლების,
ვარ დამარცხებულ საქართველოდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები