ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2015


ერთიანად

როცა სინდრომია ქარიშხალი,
ახლოს სიმბოლურად - არვინ,
ევოლუციურად გავიშხლართე,
ხელი შემაშველე დარვინ.
ვხედავ წარსულია გამქირდავი,
დამღაშეპარული ფორმა;
შენი ამინდისგან გამქურდავენ
გზები, რომ დავკარგეთ ორმა.
ვხედავ ნარინჯისფერ კარტახენას,
ჩემში გალეშილა მოემი,
კარზე აღარავინ აბრახუნებს,
უნდა განთიადსაც ვეომო.
ინკვიზიციური მატრაბაზი,
სუნთქვა შეწყვეტილი ყავლი,
აზალეპტინებიც მაბრაზებენ,
მათაც დავიკიდებ ხვალვე.
ვგავარ ბაობაბის გამხმარ,
ჯერ არ ჩამოტეხილ მერქანს,
რა შეყვარებულს და რა ქმარს,
როცა ასატანი მერქვა.
ისევ მოვაგროვებ ლოთებს
ღამით; უჩემობის ქალაქს
მუდამ შევახსენებ : ,,ჟე თემ’’
პარიზს - თბილისურად ლამაზს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები