ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2015


***(ყველაფერს იგონებენ ბებიები)

ყველაფერს იგონებენ ბებიები,
მერე წერილებში ფუთავენ
და საკენკივით გვიყრიან შვილიშვილებს,
როგორ გვატყუებენ ბებიები,
სიყვარულიო და ისიც ტკბილი,
თავშალწაკრული ბებიები,
ზიან მტრედებივით ქანდარაზე,
ყვებიან მელოდრამებს
ზღაპრული დასასრულით,
თვალებცრემლიანი ბებიები,
უნდათ დაგვაჯერონ სიყვარული
გამომწყვდეული ხის ჩარჩოში
კედლიდან მომზირალიბაბუები.
მიუსკუპდებიან ბუტბუტებენ,
მტვერს გადააცლიან, ბუტბუტებენ,
ყოფილან ვაჟკაცი ბაბუები
ჩვენი ბებიების ტოლფერები.
მერე სად გაქრა და რად შეჭამა:
„ კატამ თაგვი, თაგვმა მიწა,
მიწამ ჟანგი, ჟანგმა თოფი,
თოფმა მგელი, მგელმა თხა,
თხამ ვენახი“... და კაცმა სიყვარული.
სიყვარულს იგონებენ ბებიები ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები