ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რუს ბრისენდენ
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2015


ცა და მიწა

1

თბილი ქარი და ყვავილთა წარღვნა
გადაევლება საგულის ფიცარს, -
როს ჩემი სული ეშვება დაბლა
და ჟრჟოლასავით ეხება მიწას.

...მერე დავდივარ ქუჩებში მარტო
როდესაც გზებზე სიჩუმეს ღვიძავს, -
რაღაც ციურის დაკარგვას ვდარდობ
და სიყვარულით ვუჩოქებ მიწას.

2

ჩემს ბედისწერას,
ალღოს თუ გუმანს,
მივყავდი სადღაც, ნელი ტივტივით.
ვეკიდე მიწის და ზეცის შუა
და ვირწეოდი ბეწვის ხიდივით.

ბეწვის ხიდს აწვა ტვირთი ვეება
და მაინც ძლებდნენ ბეწვის ბაწრები...
მზეს ემჩნეოდა გადაბერება
და ჩემს წინ ეგდო მთვარის ნამსხვრევი.

მოკიაფობდა ორი ნაპირი,
ორივე ერთად:
- ჩემსკენ! - მეძახდა.
ზეცას ხელთ ეპყრო ოქროს საყვირი,
მიწა ფეთქავდა გულის პერანგთან...

უნაპირო ცის ჩანდა ნაპირი
და მეც სხვაგვარი ზეცა ვიწამე
და ზეცისაკენ ხელებგაწვდილი
ასე უეცრად, დავრჩი მიწაზე...

3

მივიწყებული მე ვარ ტაძარი,
მივიწყებული მე ვარ სინათლე.
ჩემს ირგვლივ დღეებს გააქვთ ზანზარი
და ვწუხვარ, ცაო, - ვერ გაგიმართლე.

ახლა დავდივარ ქუჩაში მშვიდი,
თუმცა სხეულში სიშლეგეს ღვიძავს
და ზეციური ტატნობის შვილი,
მიღების თხოვნით ვუჩოქებ მიწას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები