ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკოლოზ გოდერიძე
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2015


"რამოდენიმე მინიმა"

                  .1

ჩემი სცენარის მთავარი როლი !
ერთი საწოლი, ერთი ოთახი, ერთი ფანჯარა,
მხოლოდ
მე და ის ვიყავით ორნი.

                  .2

ღამე სიჩუმეს ქუჩაში ყიდის
მივდივარ თქეშში მარტო,
თუმცაღა
ეს კიბეებიც მის სახლთან
მიდის !.

                  .3

დრომ გაიარა კალენდარის ფურცლების მიღმა
ხან თარაზულად
ხან ვერტიკალურად
რომელი სახარება დაიტევს ჩემს ცოდვებს,
ბერვრჯერაც მძულდა,
ბევრჯერაც მშურდა,
და მაინც აქ ვარ !.

                  .4

ვკითხულობ შენს წერილს პოსკრიპტუმ:
შორიდან !
"მიყვარხარ"
ეს სიტყვა სხეულის ნაკლია,
დრო და დრო ფსიქიკა გამოდის მწყობრიდან
და მგონი "მიყვარხარს" ვიღაცა აკლია !.

                  .5

კაცი და ქალი !
ღამე
ოთახი
კაცი დგება და ჩუმად ლოცულობს
"ღმერთო გთხოვ ეხლა არ გამომეღვიძოს"
"ღმერთო გთხოვ ეხლა არ გამომეღვიძოს"
კაცი და ღამე !
ქალი
ჩარჩოში
კაცი ნატრულობს,
"ღმერთო გთხოვ სიზმარი იყოს და მეძინოს"
"ღმერთო გთხოვ სიზმარი იყოს და მეძინოს"
ლოცვაშიც მძაფრი შიში მატულობს.

                  .6

სარკე მითანაგრძნობს  როცა მტკივა,
სარკე მაშინ ტირის როცა ვტირი,
გემი
გაჩერება
"კაბამ გამაკვირვა"
ტალღა შავი ზღვიდან სულში მოვარდნილი.

                  .7

ხიდი , მოაჯირი
ერთი ჩიჩახვი !
მტირალა ღრუბელი 
ღამე ნარინჯი ,
ცხოვრების დინება "უტივო" ნიჩაბი
გუშინ გაფრენამდე დამაკლდა ნაბიჯი !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები