ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რუს ბრისენდენ
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2015


კი არ მოკვდა, გ ა რ დ ა ი ც ვ ა ლ ა

"აბა რას ამბობ,
კი არ მოკვდა, გ ა რ დ ა ი ც ვ ა ლ ა."

"გარდაიცვალა, არ მომკვდარა" (გლოვობენ აშუღს)
გარდაიცვალა, თქვეს და გული დაიშოშმინეს
და რეალურად წუთისოფლის ომიდან გასულს,
ექაჩებიან ამ სიტყვებით კვლავ ფუჭ ომშივე.

"გარდაიცვალა, არ მომკვდარა" (მოკვდა აშუღი)
დგას ყველა ფეხზე გარშემო და ყალბად ქოშინებს
და წუთისოფლის ტანჯვათაგან ტანჯვით გასული,
ამ სიტყვით უკან მოაბრუნეს მტანჯველ ომშივე.

ნიანგის ცრემლით დაიტირეს კაცი ეული,
"გარდაიცვალა" თქვეს და ბედი დაიმორჩილეს...
და სიმშვიდიდან მტანჯველ ომში დაბრუნებული,
სამარადისოდ დაამწყვდიეს, მტანჯველ ომშივე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები