ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2015


მოვარდა ნადირი

მოვიდა ჩრდილოით, მოვარდა ნადირი,
მოვარდა ნადირი, ჩაასო ეშვები,
სისხლისგან დაცალა, არ უნდა, არ მიდის,
რა გინდა, რა გინდა, აღარ შეეშვები?
დაგლიჯა, დაფლითა, მთლად დაასახიჩრა,
მეტად ბედნიერი და კმაყოფილია,
ასეთი ბედი აქვს ჩემს ძვირფასს, საფიცარს,
მისი სიბრალულით ქვებიც კი ტირიან.
მიზეზობს, მისიანს რომ იცავს ის ვითომ,
როდემდე, როდემდე, როდემდე, როდემდე,
შეკითხვა ასეთი მომყვება, მომდევს მე,
ის აღარ ამთავრებს რაც უკვე დაიწყო.

მოვიდა ჩრდილოით, მოვარდა ნადირი.
                                                      24.08.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები