საათი *** ფილტვები მტკივა, რომ უშენო ჰაერით ვსუნთქავ, ოცნება გიყვარს - ამიტომაც იქნები ჩემი, არ შევერგები არცერთ ჟანგბადს, ამიტომ სულ მთლად სუნთქვაშეკრული გაგუდული თევზივით ვრჩები.
ხელებზე ისევ ცისარტყელა ამომექარგა, ბოლო წამიც და გადაღლილი დავხუჭავ თვალებს, ვინც არ მინდოდა დამეკარგა - გადამეკარგა, და ვინც მინდოდა, ვეღარაფრით გადავეკარგე.
მე შემოვრჩები დროის ნაცვლად დაჟანგულ ისრებს, უმოძრაობას, სურვილით რომ არასდროს გავქრე, და მტკივან ფილტვებს, უკანასკნელ სუნთქვით ავივსებ, რომ მხოლოდ ორჯერ გითხრა ზუსტად, მიყვარხარ, აქვე
უამრავ საათს შეეძლება იგივე გითხრას, მაგრამ ჩემსავით დაჟანგულად ვერავინ გეტყვის, დრო გავა, მაგრამ მე დავრჩები, გადამიკითხავ, და წაიკითხავ რომ მიყვარხარ, რა გითხრა მეტი?!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. სიამაყევ ჩემო <3 სიამაყევ ჩემო <3
10. ალტერ ეგო. მოგიგნია გუშინ )) ალტერ ეგო. მოგიგნია გუშინ ))
9. მადლობა მეგან :))) ვერ მოგაგენი ფეისბუქზე მადლობა მეგან :))) ვერ მოგაგენი ფეისბუქზე
8. ფეისბუქზე რომ გავეცანი შენს პოეზიას მიკვირს. წარმატებები დავით! ფეისბუქზე რომ გავეცანი შენს პოეზიას მიკვირს. წარმატებები დავით!
5. მადლობთ შეფასებებისთვის ;) მრავალს დაესწარით, გილოცავთ დაგვიანებით :* მადლობთ შეფასებებისთვის ;) მრავალს დაესწარით, გილოცავთ დაგვიანებით :*
4. ხელებზე ისევ ცისარტყელა ამომექარგა, ბოლო წამიც და გადაღლილი დავხუჭავ თვალებს, ვინც არ მინდოდა დამეკარგა - გადამეკარგა, და ვინც მინდოდა, ვეღარაფრით გადავეკარგე.
ამას გამოვყოფდი ამ ლექსიდან ხელებზე ისევ ცისარტყელა ამომექარგა, ბოლო წამიც და გადაღლილი დავხუჭავ თვალებს, ვინც არ მინდოდა დამეკარგა - გადამეკარგა, და ვინც მინდოდა, ვეღარაფრით გადავეკარგე.
ამას გამოვყოფდი ამ ლექსიდან
3. ავტორი: დავით კინწურაშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
29 აგვისტო, 2015 ავტორი: დავით კინწურაშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
29 აგვისტო, 2015
2. წიკ წიკ
წიკ წიკ
წარმატებებიუს ) წიკ წიკ
წიკ წიკ
წარმატებებიუს )
1. მეტი რაღა... :)
"ხელებზე ისევ ცისარტყელა ამომექარგა, ბოლო წამიც და გადაღლილი დავხუჭავ თვალებს, ვინც არ მინდოდა დამეკარგა - გადამეკარგა, და ვინც მინდოდა, ვეღარაფრით გადავეკარგე."
სათქმელის სიმძიმის მიუხედავად, ლაღი ლექსები აქვს ამ ავტორს- კითხვა რომ გსიამოვნებს, ისეთები.
მეტი რაღა... :)
"ხელებზე ისევ ცისარტყელა ამომექარგა, ბოლო წამიც და გადაღლილი დავხუჭავ თვალებს, ვინც არ მინდოდა დამეკარგა - გადამეკარგა, და ვინც მინდოდა, ვეღარაფრით გადავეკარგე."
სათქმელის სიმძიმის მიუხედავად, ლაღი ლექსები აქვს ამ ავტორს- კითხვა რომ გსიამოვნებს, ისეთები.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|