ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
1 სექტემბერი, 2015


ჯართი

საათია, თვალს ვადევნებ, ერთი სულ პატარა და ციცქნაა, იქნება ასე ხუთიოდე  წლის, ფუნჩულა გოგონა, მეორე კი 15-16 წლისაა, მაღალმაღალი ვაჟი...
გოგონა სილაში  თამაშობდა, როცა ბიჭი თავს წამოადგა და რაღაც ჰკითხა...ბავშვმა თავი ასწია და უპასუხა.მე მათი საუბარი არ მესმოდა.
ვაჟმა გოგონა წამოაყენა და ხელი ჩასჭიდა.ბავშვი არ გასძალიანებია, ჩანდა, რომ ერთმანეთს იცნობდნენ...
ისინი მიტოვებული მანქანისაკენ წავიდნენ...
რამდენიმე წელია ეს "ჯართი" ჩვენ სახლთან ახლოს დგას და პატრონი არ ჩანს...
სავარძელი ოდნავ გადავაგორე და ფანჯარასთან ახლოს მივედი...ყველა გრძნობა მღალატობს, მხედველობის გარდა...
ვაჟმა მანქანის კარი გამოაღო  და ჯერ გოგონა შეიყვანა და მერე თვითონაც შევიდა....
დავიძაბე....

►◕◄    ►◕◄    ►◕◄    ►◕◄    ►◕◄



ჩემი ძმა და მისი ძმაკაცები ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან, ხან ჯოკერს თამაშობდნენ და ხან ბურას.მე იქვე ვთამაშობდი ხოლმე მათთან  , ლექსებს მაყოლებდნენ და მათამაშებდნენ.იმ დღეს ბიჭები საბანაოდ იყვნენ წასული და როცა ჯეკო მოვიდა, არავინ დახვდა. ჯერ მე მელაპარაკა. დიდხანს მეთამაშა, მერე მკითხა, დედაშენი  სადააო.მე ვუთხარი ჯერ სამსახურშია თქო.დაჯდა და ბევრი იფიქრა, მერე რაღაც  მოიფიქრა...მაშინ ჯეკო დიდი
ბიჭი იყო და მე მისი ყველაფერი მჯეროდა.ამიტომ როცა მითხრა, წამოდი მანქანობანა ვითამაშოთო, სიხარულით გავყევი.მათ ეზოში დიდი სატვირთო მანქანა იდგა ხოლმე, მგონი მამამისის იყო.
მანქანობანას თამაში არ ვიცოდი და ვკითხე, როგორ უნდა მაგის თამაში-მეთქი?
მე გასწავლიო...ჯერ თვითომ ავიდა კაბინაში  და მერე მეც ამიყვანა.რულთან დაჯდა და მეც მუხლებზე დამისვა.ორივე ძლივს შევეტიეთ და
ერთმანეთს მივეტმასნეთ. მერე კაბა წამომიწია და პირდაპირ ტრუსიკით გადავაჯექი მის მუხლებს.ბოლოს  რული დაატრიალა და ვითომ მანქანას ატარებდა, სულ  ხტუნავდა  და ხტუნავდა.მეც მახტუნავა და მახტუნავა...ხანდახან კაბა ამიფრიალდებოდა და გამისწორებდა  . ხელებს  ფეხებზე გადამისვამდა. მერე კარგად გადამაწევინებდა ფეხებს, ხელებს ამომიდებდა მუხლებზე  და  მისკენ ისე მიმიჩოჩებდა, რომ არ ჩამოვვარდნილიყავი
და  კარგად გვეხტუნავა ორივეს.
მე მომწონდა ეს თამაში და როცა "ვითომ მოსახვევში" მოვუხვევდით, ხელებს მაგრად მომიჭერდა წელისა და მუცლის  არეში და  ისე გადავიზნიქებოდით,  ეშინოდა და მიჭერდა, რომ არ გადავვარდნილიყავი...
მერე თქვა, ახლა ექიმობანა ვითამაშოთო, მე ექიმი ვიქნები და შენ ავადმყოფიო...
მე მეტი თამაში არ მინდოდა და არ მინდა მეთქი , ვუთხარი...
სულ ცოტა ხანი ვითამაშოთო და მერე მე შენ შოკოლადს გაჭმევო...
ექიმობანა არც ისე კარგი გამოვიდა, რადგან მე ავადმყოფი ვიყავი და ის ექიმი.
ჯერ ნემსი გაამიკეთა...
ნამდვილივით არ მტკენია, მაგრამ ცოტა მეტკინა...
მერე გულისცემას უნდა მოვუსმინოოო, მაიკა ამიწია და რაღაც რკინის სათამაშო გულთან დამადო...ისეთი ცივი იყო, გამაჟრიალა.
არაუშავს, აბა მე რისი ექიმი ვარო, ახლავე გაგათბობო და ჯერ მუცელზე და მერე მთელ ტანზე  ორთქლით დამიწყო გათბობა, რომელსაც პირიდან უშვებდა.ჯერ ორთქლით მათბობდა, მერე კი ხელებით დაზელვა დამიწყო.(დედაც მიზელავდა ერთხელ ფეხებს, როცა მციოდა.)
ზუსტად ასე დამიწყო ჯეკომაც მუცლის და  ძუძუსთავების დაზელვა.
ავტირდი და თავი დამანებე მეთქი, ვუთხარი.
მაცადე, გოგო, სულ ცოტაცო ....
მალე  კაბინიდან ჩამომსვა და სახლისკენ წამიყვანა...გზაში დამეწია და შოკოლადის ფილა მომცა..გულმოსულმა გამოვართვი და ჯიბეში ჩავიდე.მეტად აღარ გამომყოლია.სახლში მარტო წავედი, დედა მოსული დამხვდა და ისე გამეხარდა, ყველაფერი უცებ გადამავიწყდა. არც ჩემი ძმისთვის მითქვამს, როგორ ვითამაშეთ ჯეკოს მანქანაში.



ახლა ამ ბავშვებს რომ შევხედე, ეს ამბავი გამახსენდა...ამ მიტოვებულმა მანქანამ ხომ რამდენჯერ ამიშალა უკვე ნერვები...ჩემი უმწეობა  მეზიზღება...გარეთ გასვლა მაინც შემეძლოს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები