ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2015


წერილი ემის

შენი ქმარი,
რომ არ მომკვდარიყო, ემილი,
შენ არ გეცოდინებოდა, რომ ხარ მამაკაცთათვის სასურველი ქალი
და შენთან გატარებული ყოველი წამი,
სხვასთან გატარებულ  სიცოცხლეს უდრის...
შენს ქმარს, რომ ეცოცხლა, ემილი,
შენ გეცოდინებოდა, რომ ხარ :
კარგი დედა,
კულინარი,
დიასახლისი...
....მაგრამ, შენი ქმარი, რომ არ მომკვდარიყო, ემილი,
შენ უთუოდ გეცოდინებოდა ისიც, რაც დასაწყისშივე გითხარი,
რომ ხარ -
ერთი მამაკაცისთვის სასურველი ქალი
და შენთან გატარებული ყოველი წამი -
შეუდარებელია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები