ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლოზ გოდერიძე
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2015


"სიყვარული პირველი"

დაგინახე პირველად სუნთქვა უცებ აჩქარდა,
დერეფანი პირველი საფეხური მესამე,
წვიმისფერი თვალები უცებ გულში დამრჩა და
ყველაფერს სხვას მშვენიერს იქვე გამოვესალმე.

გამოხედვა მკაცრი, დატყვევებით აღსავსე,
ღიმილი კი ბავშვური სევდა დაუნახავი,
იმ წამიდან შენ რაღაც არ ხილულიდ აღმავსე
გიყურებდი თვალებში არც კი მახსოვს რა ხანი !

თავი ისე გეჭირა თითქოს შენთვის სამყარო,
დროებითი მეგონა უცებ საცხოვრებელი
მინდა მსგავსი შეგრძნება სიკვდილამდე ვატარო !
დედამიწის შეშლილი მერქვეს მაცხოვრებელი .

ფემინიზმი ქალური მომხიბლავი სხეული,
დერეფანის კედლებიც ურცხვად მოგჩერებოდა
ვეჭვიანობ კედლებზე ეს კედლები წყეული,
მკერდათ გახსნილ ღილებზე შიგნით ჩაგშტერებოდა.

მოღებული მკერდი და შავი ტყავის ჩანთა
დაცრეცილი ჯინსი და allstar-ების კედები,
პირველად რომ შეგნიშნე უცებ ისე ჩანდა,
თითქოს ჩემზე პირიქით ეჭვიანობს კედლები .

ნაბიჯი პირველი ჩემსკენ მოიწევდი ,
ო რა ახლოს ხარ და რა შორს მეჩვენები
შენი არ დანახვით ვიცი მოვიწყენდი,
დროის პერსპექტივით მაინც მეჩემები.

ნაბიჯი მეორე მანძილი მცირდება
უფრო და უფრო მიახლოვდები,
სუნთქვისთვის მინიმუმ კოცნა მჭირდება
მხოლოდ ყურებით ალბათ მოვკვდები.

ყელამდე წყალი ჩამიდგა სულში
ჩემი სხეული გავანაცარე,
ისეთი გრძნობა დამრჩა სხეულში
თითქოსდა გული ამომაცალე !

გაკვეთილი მესამე აი უკვე გამოჩნდი
მაგ თვალების მზერა კი უცებ რომ დავიჭირე,
ვერ გავიგე რატომ და უხერხულში აღმოვჩნდი
და მაშინვე მივხვდი რომ აი გამომიჭირე ! .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები