ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით კინწურაშვილი
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2015


  ჩამოტვირთვა

თეთრი ღამეები

***
ზუსტად ვიცი,
რომ გეზიზღება
სულყველა სიტყვა,
რომელიც ფუჭად დავუტოვე დროის საყიდლებს,
არ მეუბნები,
მაგრამ ვიცი,
ვერც გაგამტყუნებ,
მე ყველა ხეზე შემოდგომა ჩამოვაკიდე.

როგორც ფოთლები,
გამეცალა გარშემო ყველა,
ზოგჯერ სიკვდილი სიცოცხლეზე არის ლამაზი,
შემომეძარცვა რომატიკა,
ხშირად ვახველებ,
და ვიმეორებ სხვებზე ნათქვამს შენთან ხაზგასმით.

ბანალურია მოვიყვანო მაგალითები,
რთულია, როცა სიყვარულში არ გაგიმართლებს,
ღამე მათევდა,
კიარადა ღამეს ვითევდი,
არა - ვათევდი,
- ასე იყო,
და დღესაც ვათევ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები