წუხელ სიზმარში შენი ცოლი კი არა დედაშენი ვიყავი. დილით საუზმე გაგიმზადე. ცხელი ჩაი და კარაქიანი პური... ახლა გავიგე, ბავშვობაში არ გყვარებია. მერე საბავშვო ბაღში გაგაცილე და სხვა გოგონას რომ ჩაეხუტე ვერ ვიცანი , ეს მე ვიყავი, თუ ჩემი ბავშვობა... წუხელ სიზმარში შენი ცოლი კი არა დედაშენი ვიყავი... გულგახეთქილს გამომეღვიძა , შენს გვერდით კი მე კი არა, შენ შვილს ეძინა...