ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jaden
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2015


არაგვისპირული

მარტო ღრუბლები რომ და მარტო ეს მთები, რომ ბილიკები, ქედები,
ჩამოწოლილი ჩემზე - გულზე. უხმოდ დაშვებულ ხელებზე.
და სიმძიმის ქვეშ ძვლები, ხორცი, ძარღვები.
და სისხლი. და ნერვების სისხლით ავსება.

მაინც დამყვები დღე და ღამე.ვერ გიშორებ დაწყევლასავით.
შენ რომ არა და მეც რომ არა და,
რომ მხოლოდ ჩემი სიჯიუტე, ჩემი სიკერპე.
შენ- მზე. რომ ვერ ვთმობ. და რომელიც მახრჩობს შეპარვით-
ყელზე სხივების მოჭერით, კვამლის მწველი სიმშრალით, სიყვითლით.

და ეს მიჩვევა, ეს სიშორე, მთები, ნისლები,
მოვისრიალო მინდა, მინდა ვიგრძნო როგორ იწყება
ცხელი თითები ყელთან- უჰაეროდ შენით სიკვდილი.
რომ დამთავრდეს. თან ყველაფერი თითქოს უბრალოდ,
როგორც ძილიდან კიდევ ერთი გამოფხიზლება.


***


წელს ძალიან მღვრიე მოდის არაგვი.
თევზები კი არა, ადამიანებიც ვერ გამოჩნდებიან.
შეგიძლია მშვიდად ჩაწვე და თვალები დახუჭო.
თქვა, გადარჩენისთვის ათასჯერ მაინც უნდა გაზომო.
და არტერია
და ის ერთი,ზუსტი გადაჭრა,
უნდა იყოს შიშველი ზურგი.
ოდნავ მარცხნივ,მთების აქეთ, არც ისე გვიან,
სანამ ვიღაც ნავით
შეცურავს ჩამავალ მზეში.
შენ სიღრმეები უნდა გაზომო  და პირქვე ჩაწვე.
და არ იდარდო-
ისე მღვრიეა წელს არაგვი,
შენს ზურგს კი არა,
თევზებსაც ვერ დაინახავენ.

...

2015. ზაფხული. ჯუთა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები