ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
1 სექტემბერი, 2015


უილიამ შექსპირი - სონეტი CXLV (145) (საბოლოო ვერსია)

სიყვარულისგან შექმნილმა ბაგემ -
„მძულს“ - მომახალა პირში უკმეხად
და სატრფოსაგან ტკივილის ნაგემს,
გადამიქანდა  გული უეცრად, 

როცა შეატყო ჩემს სახეს ჯავრი,
მყისვე შერისხა ის ტკბილი ენა,
რომ არ იცოდა სასტიკი  მსჯავრი
და არ სჩვეოდა მიჯნურთა ქენჯნა.

„მძულს“ -  თქვა შეცვლილი მან დასასრულით
და ღამე დილამ შეცვალა მსწრაფლად,
თითქოს უკუნი, ვით ავი სული,
ზეციდან უმალ ჯოჯოხეთს შთახდა;

„მძულს“ - და სიცოცხლე შთამბერა ისევ -
როცა დასძინა -  „სხვა ვიგულისხმე“.

1 სექტემბერი, 2015 წ.



William Shakespeare – Sonnet CXLV (145)

Those lips that Love's own hand did make
Breathed forth the sound that said 'I hate'
To me that languish'd for her sake;
But when she saw my woeful state,

Straight in her heart did mercy come,
Chiding that tongue that ever sweet
Was used in giving gentle doom,
And taught it thus anew to greet:

'I hate' she alter'd with an end,
That follow'd it as gentle day
Doth follow night, who like a fiend
From heaven to hell is flown away;

'I hate' from hate away she threw,
And saved my life, saying 'not you'.



უილიამ  შექსპირი  -  სონეტი CXLV (145) (ძველი ვერსია) - თარგმნა ოთარ ცისკაძემ

სიყვარულისგან შექმნილმა ბაგემ -
„მძულს“ - ეს ბგერები აღმოიფშვინა
და სატრფოსაგან ტკივილის ნაგემს,
გადამიქანდა  გული საშინლად. 

როცა შეატყო ჩემს სახეს ჯავრი,
მყისვე შერისხა ის ტკბილი ენა,
რომ არ იცოდა სასტიკი  მსჯავრი
და არ სჩვეოდა მიჯნურთა ქენჯნა.

„მძულს“ -  თქვა შეცვლილი მან დასასრულით
და ბნელი ღამე, დილით განათდა,
თითქოს უკუნი, ვით ავი სული,
სამარადისოდ ჯოჯოხეთს შთახდა.

„მძულს“ - და სიცოცხლე შთამბერა ისევ -
როცა დასძინა -  „სხვა ვიგულისხმე“.

23 იანვარი, 2014 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები