ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2015


იმედი

ეზოში  ძაღლი და  ძაღლთან  კატა,
კატა აბრაზებს ძაღლს და  ეს ძაღლიც,
ისეთი დინჯი აღმოჩნდა,კართან
ჩამომჯდარია,როგორც მეწაღე
და მერამდენე დღე არის უკვე,
თათით აწვალებს ჩემ წყვილ ფეხსაცმელს.

კატა ღობეზე გადის ზმორებით,
არც ეძრახება ეს  სიზარმაცე.
მოღრუბლულია,იწვიმებს,ალბათ,
პატარ-პატარა  ,,ამაზონებიც,,
გამოჩნდებიან ეზოში მალე.

გადავიღალე უკვე ცხოვრებით...

მესამე დღეა ჩავჯექი სახლში-
უსამსახუროდ,უფულოდ,მაგრამ
იმედად მიდევს ჯერ მაცივარში,
არაყი,დილით,უზმოზე,ას გრამს
გადავკრავ.გაიფანტება ნისლი,
მოვა ტიტინით ჩემი გოგონა
და ის დამინთებს გულში თითებით
ზღვა იმედების ,,ჭიაკოკონას,,.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები