ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლოზ გოდერიძე
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2015


"მე და შენ პარიზში"

მე და შენ, სიჩუმე, ღამე და მონმარტრი !
შეშლილი წვიმა ღრუბლების ფიასკო,
ჩემი მულენ რუჟი შავთეთრი ოთახი
აქვე უაილდი და სნობი პიკასო.

ფრანგული გოთიკა ვერასდროს გამჩნევდა,
და ეხლა გოგენიც ალბათ თავს იმართლებს,
გახსოვდეს ტუჩები ჰყვებიან სათქმელს და
თვალები ამბობენ შენიღბულ სიმართლეს ! .

ხელებზე მანჟეტები დახსნილი ბორკილების,
ნუ ცდილობ ყოველთვის შეშლილად ჩამთვალო
ლუვრში მონუმენტი ჩრდილის პროფილების,
მტვერი, ჟანგბადი და სამყოფი სამყარო .

უშენო პარიზი დამხრჩვალი როშელი,
და შენი კოცნა კვლავ წყალივით მომინდა
სად არის ესმერალდა ? სად არის ბოშები ?
ნოტრ დამში ზარების რეკვის დრო მოვიდა .

იმდენჯერ მინდოდა მიყვარხარ მეთქვა რომ
აღარც კი მახსოვს რამდენი ვიცადე,
და ისევ მომინდა შენს მხრებს მე ეხლა რომ
ყოველდღე წაკითხულ წიგნივით ვცრიცავდე .

პარიზი, ეიფელი, ვითომდა მარკესი
ამ დროს კი შეშლილი და გიჟი ყველაზე,
ჩემი სიცოცხლე კომედი ფრანსეზი,
და ისევ უროლოდ გავდივარ სცენაზე.

თვალები, მე და შენ, უსიტყვო კონტაქტი
სიჩუმე, შრიალი შავ-თეთრი ლეჩაქის
მე, ჩემი ოთახი შავბნელი მონმარტრი,
მიხმობს და მეძახის ! მეძახის ! მეძახის ! .

ყოველი გათენებით ყოველ შუაღამეს,
მთელი სამყარო მატულობს ზურგს უკან
ალბათ ღმერთებმა ერთმანეთს შეუხამეს,
გრევენის მუზეუმი და ჩემი სკულპტურა.

ვაგონი, მე და შენ, ცრემლები გატყობენ
აღარ ღირს განვაგრძოთ ! პარიზში ვჩერდები,
ტუჩები ჰყვებიან თვალები ამბობენ,
მე მაინც თვალებთან საუბარს ვჯერდები ! .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები