ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2015


დიდი ხანია...

დიდი ხანია ალბათ უკვე ჩემივე ოთახს,
რაც სიმარტოვის სუნი აქვს და სიცარიელით
ყელი უშრება,
სახლს ვეღარ გრძნობს
და მაშინ ოხრავს
როცა მე ვზივარ და მომავალს ვათვალიერებ
ხელის გულებში დაგუბებულ ვიწრო ცრემლივით,


რომ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ფანჯრის რაფაზე ხოლმე
ქოთნის ყვავილი,რომლისთვისაც წყლის დასხმა თითქმის
სულ ავიწყდებათ,ან საერთოდ ვეღარც კი ცნობენ
ამ ყვავილს სახლში,რომ ხანდახა დაუსხან თითის
ტოლა წყლის წვეთი,რომ არ გახმეს,რომ იყოს კარგად,
რომ ეს ყვავილი ახლა მხოლოდ იმ დღეებს ითვლის
როცა ვიღაცა შედიოდა ოთახში,კართან
დგებოდა,მაგრამ ის მალევე საათის ისრის
მიმართულებით მიდიოდა სახლიდან სადღაც.

რომ ახლა დარჩა კვლავ პირისპირ იმედის მხოლოდ,
რადგან სურვილი ვერ გაწყვიტა ასეთი მძაფრი,
ასეთი ხშირი ვერც დამალვით, წყალთან და ბოლოს,
ასეთი მძიმე მოთმინების გაუწყდა ძაფი.

დიდი ხანია ალბათ უკვე ჩემივე ოთახს,
რაც სიმარტოვის სუნი აქვს და სიცარიელით
ყელი უშრება,სახლს ვეღარ გრძნობს და მაშინ ოხრავს
როცა მე ვზივარ და მომავალს ვათვალიერებ
ხელის გულებში დაგუბებულ ვიწრო ცრემლივით,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს