ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2015


მეგონა

სექტემბერია,
სევდაც მომწიფდა
და ჩამიგუბდა
გუგებში ლექსი,
ზეცას ფერი აქვს
ისეთი წმინდა,
რომ უკვდავების
მოჰგავს ელექსირს.

საღამოვდება,
ქარს სუნთქვა ეკვრის,
მზეს ღრუბლის შარფი
მოუსხამს მხრებზე,
ყავლი გასვლია
სიყვარულს, მე კი,
მეგონა, იყო
ყველაფრის შემძლე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები