ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 სექტემბერი, 2015


მე ვიქნები....

მერე, როცა შენ გეყოლება შვილი
ქერათმიანი  ლოყაფაქიზი გოგონა
ანდა შავთმიანი, ვარსკვლავა ბიჭი
(იქნებ ორივე ერთად, როგორც მე)
მერე...მათ დაარქმევ სახელებს
ძველქართულს
ანდა ძველბერძნულს
ანდა სულერთია, არაბულს
ირანულს თუ ინდურს..
სიხარულით მეათე ცაზე რომ აფრინდებით
შენ და შენი ლამაზი ცოლი...
მე ვიქნები მისი ნათლია
მე ვიქნები ნათლია
მე ვიქნები....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები