ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2015


ზაფხულის ნალევი ...

                  * * *
სულ  გავთვალხარბდი,
აღარ  მეთმობა  ელვარება  დაფიონების...
ნუთუ,  მეტყობა?

04.09.2015.

                    * * *
ენკენისთვეში,
ლურჯქობიანი  თუ  გინახავთ  ნახევარმთვარე?
პირველ  სიზმრისჟამს,
ღამის  სუსხით  როგორ  ცახცახებს...

05.09.2015.

                              * * *
გაალმასებით  ღავღავებენ  სოფლის  ძაღლები.
ურვანქედიდან *
ჭოტის  კივილს  მგელმა  უძრახა.

-------
* ურვანქედი - მთა ჩუბინიანთკარის (ჩუგუნაანის) ტყეში.

06.09.2015.

                              * * *
ღამემ  ხევებში  მუხლი  გამართა,
მთვარე  ჯერ  არ  ჩანს...
საზორვლად  მივგვრი,  ღმერთებს  წარმართთა,
ტყაშმაფას  კანჯარს.

07.09.2015.


                              * * *
ყოველი  დილით -
„ვიწ-ი,  ვიწ-ი-ო ...“ -
რაღაცა  უცხო  მაღვიძებს  ჩიტი.

ჩემი  უბადრუკ  ენით  მის  ჭრინვას,
ვერ  ვიტყვი  ვიცი,
მაგრამ  მე  ეს  ხმა 
და  სურნელი  ნამიან  მიწის,
ყველა  საფიქრალს, თავსმოხვეულს,
მავიწყებს  მიწყივ...

ყოველი  დილით,
გაღმა  ტყიდან  სიმღერა  ჩიტის,
რუკრუკი  წყლის  და
ცაზე  მთვარის  მიმქრალი  წინდი...

და  ისევ  ჩიტი!
(ის  არა,  სულ  სხვა!)
ხეზე  ატოტილ,
შეთვალებულ  „ადესას“  წიწკნის...

09.09.2015.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს