*** სადაც ცა მთავრდება, იქ მე ვიწყები, ვცხოვრობ მტრედივით, მშვიდობის ნიშნით, და სადაც ცა იწყება, იქ მე ვმთავრდები, მთელი მშვიდობით. ცა არსად მთავრდება.
*** სასახლეებს ის პლიუსი აქვთ, რომ ჩვეულებრივ სახლებზე მეტად დაცულია. ზოგჯერ წარმოვიდგენ, რომ მე ვარ სასახლე, ჩემი ტვინი კი სავარძელია, სადაც ყველა სტუმარი სხდება. რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს, სტუმარია, და უნდა უმასპინძლო. სასახლეებს ის პლიუსი აქვთ, რომ რთულია ზღურბლს ყველა გადმოსცდეს. ამიტომ ჯობია სასახლეები სახლებს. ნაკლებად მოსალოდნელია არასასურველი სტუმარი.
*** ჩემი გული ცუდად არის, ვგრძნობ სიცუდეს, თუმცა ცუდად ყოფნა არაფერს სცვლის, საჭიროა და უფრო მეტიც. სხვანაირად არ შეიძლება, გულია, უნდა მოუსმინოს, რომ მოუსმინო, და რასაც უსმენს, გასაკვირი იქნებოდა შედეგი, ცუდად რომ არ იყოს.
*** ნოემბრის წვიმა სულ სხვაა, ყველა წვიმისგან განსხვავებული, როგორც ჩემი ქალაქის ცა განსხვავდება სხვა ქალაქების ცებიდან, ყველაზე ლამაზია. ყველაზე თავისუფალი. იმიტომ რომ ჩემია, ჩემი ქალაქის ცაზე ნოემბრის წვიმა.
*** მოკვდი საყვარელო! ისევ რომ გნახო, უნდა მოკვდე. რა გინდა ბინძურ მიწაზე, წამოდი ცეცხლში, ერთად გამოვეწრთოთ და ავილესოთ, შემდეგ კი ყველა საყვარელი ადამიანი მოვკლათ. ჩვენ ხომ მათი კარგად ყოფნა გვინდა. ისინი მეტს იმსახურებენ ვიდრე ეს წყეული მიწაა. ამიტომ უნდა მოკვდე საყვარელო. ისევ რომ გნახო, უნდა მოკვდე, რომ განვახორციელოთ ჩვენი გეგმები.
*** მეფეებს ყოველთვის ჰყავდათ მრჩეველები, განა რჩევა სჭირდებოდათ? - არა. უბრალოდ ისეთი ადამიანი უნდოდათ გვერდით, რომელიც ყოველთვის დაეთანხმებოდნენ. ეშინოდათ მარტოობის. ამიტომ ხარ შენც ჩემი მრჩეველი.
*** თუ გძინავს სხვაგან, სადაც შენი საწოლი არ არის, მასპინძელი კი გეუბნება, რომ თავი ისე იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში, ნუ დაეთანხმები, სადაც შენი საწოლი არ არის, იქ თავს ისე ვერ იგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი სამშობლო, ჩემი საწოლიდან იწყება, სხვისი სახლი, სხვისი სამშობლოა.
*** როცა საკუთარ თავთან საუბრობ, ან ხარ ჩაკეტილ ოთახში, და დგახარ სარკესთან, ყველაზე გულახდილი ხარ, ვიდრე სხვაგან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა შეფასებებისთვის <3 მადლობა შეფასებებისთვის <3
4. სამი ლექსი ბოლოდან ძალიან, ძალიან მომეწონა! სამი ლექსი ბოლოდან ძალიან, ძალიან მომეწონა!
2. არა ჯონათან მე ნოემბრის წვიმაში დავიბადე არა ჯონათან მე ნოემბრის წვიმაში დავიბადე
1. წავიკითხე და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ვიღაც სხვამ დადო თქვენი ნიკით ეს ტექსტები :)
წავიკითხე და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ვიღაც სხვამ დადო თქვენი ნიკით ეს ტექსტები :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|