| ავტორი: დამიანი ჟანრი: პოეზია 13 სექტემბერი, 2015 |
''... წარსულის, მოგონებებისა და სიამის მიუხედავად, მაინც ასე, სწორხაზოვნად ნადგურდება ჩვენი სიყვარული." მინაწერი ჩვენს წერილზე
ეგ გული რომ მომაბარონ და ეგ გრძნობებიც. პირველ რიგში, ჩემ მიმართ; შენს ამ დაუნაწევრებელ გრძნობს დავყოფდი. რადგან ვიცი, რომ ასე შეყოვნებული, უამრავი გვამით მიმოფანტულ ველზე, არც იმძლავრებს, არც შესუსტდება, უბრალოდ,- გაქრება.
ეგ გული რომ მომაბარონ, პირველ რიგში, მაგ გრძნობებს დავანაწევრებდი. ერთს დილისთვის, როცა მაცილებ. ერთიც საღამოს, როცა კარს მიღებ, და ერთიც- ბოლოს, სანამ ჩავწვებით.
***
Black City
შენ დათმე ის ღამე, არც ისე სრულად, და მეც მეგონა, რომ გავათავისუფლე ყველა ნარჩენისგან,- ასე თუ ისე, ვარჩევდით საყვარელ მუსიკებს, და თურმე ვერ შესაბიმსებს იმ ღამის და განცდის. იცვამდი ჩემს სამოსს, ჩვენთვის ვერ შესამჩნევი სიშვიშვლის( მაგრამ მაინც სიშიშვლის) დასაფარავად. წვებოდი ზურგით და ვამბობდით ორივე: აქ კარგია, ასე სჯობს ნამდვილად. ვიწვეთ ასე უბრალოდ, ჯღერდეს მუსიკა ჩვენს ჩაძინებამდე. ჩვენ ვსარგებლობდით, ერთმანეთის ვულკანივით მიძინებული ვნებებით, სხვაგვარადაც არ შეიძლებოდა, რადგან არ ყოფილა შენი ქალაქი თუნდაც პომპეი, რომ ცხელი ფერფლივივით დაგვფენოდა ვნების საბურველი. შენი ქალაქი იყო მხოლოდ ნახევრად უთქმელი შიშველი სიტყვები და ნდობა. მუსიკა კარგი წყალობა იყო, იმ ღამეებისთვის, რადგან ის ისევ ჟღრიალებს. შენი სიჩუმე კი ბასრი დანებივით ესობა ნერვებს.
*** და ახლა მინდა, რომ წლების მერეც, ისე ძლიერ და ხელშესახებად შემორჩე ჩემს მეხსიერებას, როგორც ბავშვობის- არწარმოთქმული- ყველა ოცნება და მოგონება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. როცა ლექსს კითხულობ, იცი, რომ ვერც შიშველ სიტყვებს შემოსავ და ვერც შემოსილს დაუწუნებ სამოსს, რადგან პოეტი მხოლოდ იქამდე გიშვებს, იმის დანახვის ნებას გაძლევს, რაც ხელგეწიფება, როგორც კრიტიკოსს (ცოტა ხმამაღალი ნათქვამია!). თან როცა ამის აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობს. არცერთ ნაწარმოებს არ სჭირდება ვიღაცის მეთვალყურეობა. გაშიფრვა–გაანალიზება. პოეზიის კულუარებს ,,გადამთიელის'' თვალი და ხელი არ უნდა შეეხოს. და მაინც, ის, რაც ბუნდოვანია, გამჭვირვალეზე უკეთ აღიქმება. მიკროსამყარო იმ არენაზე, რომელსაც სიყვარული უწოდეს ადამიანებმა, ერთმანეთს ახვედრებს ორ უძინარ სულს. და მთელი გალაქტიკის მიერ ვერაწონილი და ვერდატეული გრძნობა ახლა ოთხ უბრალო კედელს შეჰფარებია, თან ისე, რომ ხიზნობის განცდა ერთნაირად აწუხებთ ძილგამკრთალებსაც, ღამისა და განცდებისთვის შეუსაბამო მელოდიასაც და იმ სიტყვებსაც, რომელთა დაბადება თავში ჯერ არცერთს მოსდის იმ ერთადერთი მიზეზით, რომ შემოსილი და თვალშისაცემი სათქმელი უკვე უნდობლობის პირდაპირპროპორციულია. ტკივილის კომპენსირება მუსიკის ხარჯზე ხდება. მელოდია უფუნქციოდ, ამაოდ ჟღრიალებს... თითქოს წყალგაუვალი აქსიომაა, რომ დრო ყველაფერს კურნავს. არადა, მოგონებების ნარჩენები დღემდე ლაქად რჩებიან სულის სუფთა ტილოზე და ჟამი – მარადიული მხატვარი, ძველ ფრაგმენტებს ხელახლა, დაუნდობელი სიმძაფირთ აცოცხლებს. თავდაჯერებულობით წარმოთქმულ სიტყვებს აუცილებლად გაერევა ყალბი ნოტები, რომელიც არ უნდა შეიმჩნიო – ის როლი უნდა მოირგო, რაც ცხოვრებამ გაიძულა. თამაშობ მშვიდ, უდარდელ, ბედნიერ ადამიანს. კლავ სიტყვებს დაბადებამდე და თუკი რომელიმე, შენი ნების გვერდის ავლით მაინც მოახერხებს სამზეოს ხილვას, ,,კეთილისმსურველთა'' მრისხანების ისეთივე ფერფლით დაიფარება, როგორც ვეზუვის რისხვას ვერგადარჩენილი ქალაქი პომპეი– ვნებამიძინებულთა იდუმალი ნავსაყუდელი. დუმილი ყველაზე სანდო და საიმედო თანამგზავრია. ის ოქროდ ფასობს. მერე რა, თუკი მისი არსებობა ხშირად ხელიდან გაცლის ყველაზე ძვირფასს. ერთადერთს. მარადიული ფიქრის საგანს... სამყარო თავის დაწერილ მუსიკას გვირთავს. ჩვენ იძულებით ვუსმენთ. ..სიჩუმე კი ბასრი დანებივით ესობა ნერვებს''.
დამიანის პოეზია მარტივად გენიალურია- ყოველგვარი ხელოვნური ეფექტისგან შორს მდგარი, ბუნებრივი ფერებითა და სითბოთი შეზავებული. მკითხველისთვის სასიხარულო და მრავლისმთქმელი. როცა ლექსს კითხულობ, იცი, რომ ვერც შიშველ სიტყვებს შემოსავ და ვერც შემოსილს დაუწუნებ სამოსს, რადგან პოეტი მხოლოდ იქამდე გიშვებს, იმის დანახვის ნებას გაძლევს, რაც ხელგეწიფება, როგორც კრიტიკოსს (ცოტა ხმამაღალი ნათქვამია!). თან როცა ამის აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობს. არცერთ ნაწარმოებს არ სჭირდება ვიღაცის მეთვალყურეობა. გაშიფრვა–გაანალიზება. პოეზიის კულუარებს ,,გადამთიელის`` თვალი და ხელი არ უნდა შეეხოს. და მაინც, ის, რაც ბუნდოვანია, გამჭვირვალეზე უკეთ აღიქმება. მიკროსამყარო იმ არენაზე, რომელსაც სიყვარული უწოდეს ადამიანებმა, ერთმანეთს ახვედრებს ორ უძინარ სულს. და მთელი გალაქტიკის მიერ ვერაწონილი და ვერდატეული გრძნობა ახლა ოთხ უბრალო კედელს შეჰფარებია, თან ისე, რომ ხიზნობის განცდა ერთნაირად აწუხებთ ძილგამკრთალებსაც, ღამისა და განცდებისთვის შეუსაბამო მელოდიასაც და იმ სიტყვებსაც, რომელთა დაბადება თავში ჯერ არცერთს მოსდის იმ ერთადერთი მიზეზით, რომ შემოსილი და თვალშისაცემი სათქმელი უკვე უნდობლობის პირდაპირპროპორციულია. ტკივილის კომპენსირება მუსიკის ხარჯზე ხდება. მელოდია უფუნქციოდ, ამაოდ ჟღრიალებს... თითქოს წყალგაუვალი აქსიომაა, რომ დრო ყველაფერს კურნავს. არადა, მოგონებების ნარჩენები დღემდე ლაქად რჩებიან სულის სუფთა ტილოზე და ჟამი – მარადიული მხატვარი, ძველ ფრაგმენტებს ხელახლა, დაუნდობელი სიმძაფირთ აცოცხლებს. თავდაჯერებულობით წარმოთქმულ სიტყვებს აუცილებლად გაერევა ყალბი ნოტები, რომელიც არ უნდა შეიმჩნიო – ის როლი უნდა მოირგო, რაც ცხოვრებამ გაიძულა. თამაშობ მშვიდ, უდარდელ, ბედნიერ ადამიანს. კლავ სიტყვებს დაბადებამდე და თუკი რომელიმე, შენი ნების გვერდის ავლით მაინც მოახერხებს სამზეოს ხილვას, ,,კეთილისმსურველთა`` მრისხანების ისეთივე ფერფლით დაიფარება, როგორც ვეზუვის რისხვას ვერგადარჩენილი ქალაქი პომპეი– ვნებამიძინებულთა იდუმალი ნავსაყუდელი. დუმილი ყველაზე სანდო და საიმედო თანამგზავრია. ის ოქროდ ფასობს. მერე რა, თუკი მისი არსებობა ხშირად ხელიდან გაცლის ყველაზე ძვირფასს. ერთადერთს. მარადიული ფიქრის საგანს... სამყარო თავის დაწერილ მუსიკას გვირთავს. ჩვენ იძულებით ვუსმენთ. ..სიჩუმე კი ბასრი დანებივით ესობა ნერვებს``.
დამიანის პოეზია მარტივად გენიალურია- ყოველგვარი ხელოვნური ეფექტისგან შორს მდგარი, ბუნებრივი ფერებითა და სითბოთი შეზავებული. მკითხველისთვის სასიხარულო და მრავლისმთქმელი.
3. რა კარგ მინაწერებს აკეთებ(თ) თურმე წერილებზე :)
"ჩვენ ვსარგებლობდით, ერთმანეთის ვულკანივით მიძინებული ვნებებით, სხვაგვარადაც არ შეიძლებოდა, რადგან არ ყოფილა შენი ქალაქი თუნდაც პომპეი, რომ ცხელი ფერფლივივით დაგვფენოდა ვნების საბურველი. "
საინტერესოდ ვითარდება შენთან ფრაზები, მოვლენები...
რა კარგ მინაწერებს აკეთებ(თ) თურმე წერილებზე :)
"ჩვენ ვსარგებლობდით, ერთმანეთის ვულკანივით მიძინებული ვნებებით, სხვაგვარადაც არ შეიძლებოდა, რადგან არ ყოფილა შენი ქალაქი თუნდაც პომპეი, რომ ცხელი ფერფლივივით დაგვფენოდა ვნების საბურველი. "
საინტერესოდ ვითარდება შენთან ფრაზები, მოვლენები...
2. ისეთი შეგრძნება დამრჩა კითხვისას, რომ მუსიკის ფონზე დაიწერა. საინტერესოა მთლიანობაში, მინაწერითურთ. :) კორექტურებია მეორეში. და ეს გამოვარჩიე, ჰო: *** და ახლა მინდა, რომ წლების მერეც, ისე ძლიერ და ხელშესახებად შემორჩე ჩემს მეხსიერებას, როგორც ბავშვობის- არწარმოთქმული- ყველა ოცნება და მოგონება.
ისეთი შეგრძნება დამრჩა კითხვისას, რომ მუსიკის ფონზე დაიწერა. საინტერესოა მთლიანობაში, მინაწერითურთ. :) კორექტურებია მეორეში. და ეს გამოვარჩიე, ჰო: *** და ახლა მინდა, რომ წლების მერეც, ისე ძლიერ და ხელშესახებად შემორჩე ჩემს მეხსიერებას, როგორც ბავშვობის- არწარმოთქმული- ყველა ოცნება და მოგონება.
1. სულ განსაკუთრებულად კარგ რამეებს ვკითხულობ აქ. სულ განსაკუთრებულად კარგ რამეებს ვკითხულობ აქ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|