ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პროზა
15 სექტემბერი, 2015


ჯარიმა

მელიქიშვილის გამზირზე პატრული რომ მომყვებოდა გვერდით,გვიან შევნიშნე და ტელეფონი კალთაში ჩავიდე...ვიუო და...გოგოს წიკვინა ხმამ,გააჩერეო,მეთქი მომესმა და მეორედ რომ გაიმეორა გავაჩერე...სულ მაინტერესებდა გოგო პატრულები,ახლოდან არასოდეს მენახა და გამიხარდა კიდეც ცოტა...
მოვიდა...
-მიხვდით ხომ რატომ გაგაჩერეო.
-კი მეთქი და საბუთები მივაწოდე...
დახედა შემომხედა,დახედა შემომხედა.
სათვალე მოიხსენითო მითხრა.
მოვიხსენი...გვარი რატომ შეიცვალეთ ჩემო ტკბილო მეგობარო თვაუროო,აქ სხვა გვარზე ხართ და თვალებით გიცანიო...და გადაიკისკისა,მკერდზე დავაკვირდი და სახელი და გვარი რომ წავიკითხე,კივილი დავიწყე...
ჩემი კურსელი "კისკისა"...გადმოვხტი ჩავეხუტე,მოიცა,მოძრაობას ვაფერხებთ ჩავსხდეთო,ჩამიჯდა...
ლამის არ დაგაჯარიმეო?და ისევ გადაიკისკისა,მომიყვა,მოვუყევი,მეც შემომთავაზეს პატრულში მუშაობა მეთქი,უარი ვთქვი და კარგადაც გიქნია ერთი ამათი ჯიშიც გაწყდესო და აქ ორივე ვიცინოდით...
შევყევით..
-ხშირად არღვევო მოძრაობის წესებსო?(ჩართო პროფესიული)
-კი,მთელი თბილისი მე მაგინებს მეთქი...
-თუ ვინმემ შეგაგინა დამირეკეო,სავიზიტო ბარათი მომაწოდა, ნახე რამხელა თოფი მაქვსო და იარაღი მანახა...მერე მისი მეწყვილე მოვიდა,მძევლად ხო არ აგიყვანესო,გამოძახებააო და წამართვა ჩემი ბავშვობა...
დღეს მელიქიშვილის გამზირზე ჩემი სტუდენტობა კისკისებდა...
და მივხვდი,რომ ადამიანები არ ბერდებიან...
არც თვალები უბერდებათ,არც სიცილი...

არც დამაჯარიმეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები