ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
1 მაისი, 2008


პატარა პირიმზე##

მე ის ბნელი ოთახი მიყვარს სადაც ოდნავ, საიდანღაც, სინათლე იჭრება ხოლმე ღამ-ღამობით და აფორთოხლისფერებს. მერე ქუჩიდან დაშლილი ჩრდილი ისე იშლება , როგორც ჩემი პირველივე  ფრაზა შემოიშლება ხოლმე და გაუბედურებულ  //კარადას// დაემსგავსა,კარადას, რომლის უჯრაც  გამოვაღე და ერთხელ უბრალოდ ხელში შემრჩა.

მგონი წინა ზამთარს ვემსგავსები , ან ის მემსგავსება . ვინ იცის ვინ...
// მე დღესაც ისევ ისე ვზივარ გაზის გამათბობელთან და ისევ ანთია ნარინჯისფერ ოთახში პატარა ელექტრო ლამფა/// ( 200... წელი)
// ისევ ვფიქრობ, მაგრამ უკვე სამ რამეზე... ფორთოხლისფერია///(200...წელი)
// დღეს 5 დეკემბერია და ისევ იმ ოთახში ვზივარ, იმავე ადგილას, იატაკზე .ოთახი უკვე ფორთოხლისფერია, ელექტრონული ლამფაც აღარ ანათებს///(200...წელი)
// რაზე ვფიქრობ? არ ვიცი, შეიძლება ისევ იმ ორ რამეზე//(200...წელი)
იმ ორიდან კი მარტო ერთი მახსოვს ...
(შესწორებების გარეშე)
///რად მომენატრე პატარა პირიმზე საოცარია/// ისმოდა სიმღერა

მოკლედ რაღაც უაზრობაა მაგრამ ეს ფიქრია, ჩვეულებრივი ადამიანური ფიქრი. 
დრო გაპარულა 0:00
და მაინც :რად მომენატრე პატარა პირიმზე...? საოცარი ხარ

-- მარგალიტები ცვივა სადღაც. რატომრაც მასზე ამბობენ ცრემლიაო.
-- რა ატირებს?
-- თვალი ტირისო.
-- თვალი?... ყველა მასე ტირის?
-- ხო ყველა...
-- მერე რა ხდება?
-- მერე ... მერე გაძინებს და რომ იღვიძებ, ისევ მარგალიტები ცვივა სამყაროს.


რა სისულელეა ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები