ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2015


ქართველი მამლუქის მონოლოგი

ვაი, ნანა... ვაი, ნანა...
სხვის მიწაზე ვკვდები,
ზურგში ჩამცა ბედმა დანა,
დედავ, მენატრები.

უცხოეთში ვინ მიტირებს,
სიმწრით მეწვის მკერდი,
საქართველო მომიკითხე,
დამიკოცნე, დედი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები