ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2015


სადაც სიყვარულს ფასი აქვს

სადაც სიყვარულს ფასი აქვს -
მეც იმ მხარეში ვიშვი,
კიდევაც ნატრობს ბასიანს
ჩემი ამაყი ჯიში.

სადაც სიყვარულს ფასი აქვს -
რა ბედენაა შიში,
ისევ მოიგებს ბასიანს
თამარ დედოფლის ჯიში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები