ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2015


ჩემი პოეზია(ანუ როგორი განწყობის პოეზია მხიბლავს)

აწყვეტილი ჭენება, რაც გულს ასე ენება
და ველური მშვენება მოსკდა, განიაღვარდა,
რაღაც უფრო ახალი, უფრო სახელმაღალი,
უფრო სულ სხვა, სხვაგვარი გრძნობის ალი ავარდა.
არა ეფემერული, სისავსით შეფერილი,
უმხურვალეს წერილი და სხვა ცეცხლად ანთება,
ფერად-ფერად-ფერები, ფერი გამახელები,
მთვრალეული, მწველები, მთლად რომ დაიშანთები.
გრიგალების თარეში, თქეში წვიმის თვალებში,
ალისფერად ფარდებში გახვეული ზმანება,
ლექსი არა ხნიერი, ლექსი ასეთ იერის,
მოღვარული ძლიერად, შმაგად მოექანება.
ტალღათ შორი ხმაური, აღტაცება სხვაური,
მქუხარება ზღვაური გულს მძაფრად დაესობა,
მთავარი გზა მესამე, შენ დღეს სხვაგვარ ეწამე
და უკვდავყავ ეს წამი ---- გრძნობის მარადისობა.
რაღაც უფრო ახალი, უფრო სახელმაღალი,
უფრო სულ სხვა, სხვაგვარი გრძნობის ალი ავარდა,
აწყვეტილი ჭენება, რაც გულს ასე ენება
და ველური მშვენება მოსკდა, განიაღვარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები