ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2015


შემოდგომა ძალას იკრებს ... ))) და ზოგიც ისე ნათქვამი

                      * * *
ცას  შეეპარა  ოდნავ  ცრიატი -
ფერი,  სოსანი.
რუმიმ*  ბუტბუტით  ჩამომარცვლა  კრიალოსანი.
ნამაზი  მორჩა...
დილა  გათენდა  ხორასანში  უცხოდ  ლამაზი.

17.09.201

რუმი * - ჯალალ  ედ-დინ  რუმი (1207-1273), სუფი პოეტი.


                          * * *
ფერი დაიდეს ზვრებმა მზისდარი,
თურმე აგუნა,
ძველად იყო ვაზის ზინდარი*.

17.09.2015

* ზინდარი - (სპ.? არაბ.?)  შემკაზმველი.  აქ,  კაზმავს - (მო)აწყობს,  (მო)რთავს,  (გა)ალამაზებს  და  ა.შ.


                          * * *
მოსაღამოვდა.
ტყე  ჩუმი  სევდით  ნელა  ივსება ...
უკვე  დაიწყო  შემოდგომის  ფერთა  კიალი.

20.09.2015  ტინისხევი.


                          * * *
ენკენის  თვეა.
ცაზე  მეცხრე-დღის  მთვარე  ითვრება.
მეზობელი  წუხს:
- ეს ჩემი  ძროხა  უდროოდ  გაშრა.
ეჰ,  ყველაფერი  წამისუმალ  როგორ  იცვლება...

21.09.2015  ხარაგაული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები