ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2015


* * *

სადღა არიან ურწმუნონი,უმამულონი,
ყველას რაღაც სწამს,ყველა სადღაც სამშობლოს ეძებს,
და როგორ ჩემი მეგობარი იტყოდა ხშირად,
ათეისტებიც გვატყუებენ,რადგან მათაც სწამთ
ის რომ საერთო არფერი უნდა იწამონ,
ასე რომ ჩუმად,ნუ ცდილობ რომ მე დამარწმუნო,
არარსებულის არსებობა,მე ხომ ისედაც
იმდენი რამე ვიწამე რომ ღმერთი დავკარგე,
ჩემი სამშობლოც რა ხანია,რაც ორ ზღვას გასცდა,
და ასე მთელი დედამიწა გავიმამულე,
გაჩუმდი,გეყოს,მომასვენე ,ნუღარ მატყუებ,
ხო!ეს პლანეტაც ტრიალებს და ჩვენც ისე გვარწევს
რომ ძილი უნდა მოგვერიოს,ჩვენც გვეძინება,
იმედით,რწმენით და სიზმარში სამოთხეს ვხედავთ...
სადღა არიან ურწმუნონი,უმამულონი?!
ტალღებს მინდობილთ,მწვერვალებზე შერჩენილებსაც,
შიციანებს და კიბოიანებს,სიკვდილმისჯილებს,
სჯერათ, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება.
შვილმკვდარ დედებსაც უხარიათ დღის გათენება,
რადგან ყოველი განთიადი  სიკვდილს უქადით...
სადღა არიან ურწმუნონი,უმამულონი?!
საკითხავია,თუ ყოფილან ნეტავ ოდესმე?!
დანამდვილებით შემიძლია გითხრათ პასუხად
ვერ იქნებოდნენ,ამ პლანეტას ჯერ არ ჰყოლია,
არც უმამულო,არც ურწმუნო,არცერთი შვილი,
და თვით ქრისტესაც ეს პლანეტა სახლად მიაჩნდა...
არსად არიან ურწმუნონი,უმამულონი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები