ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კინწურაშვილი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2015


მარი

მარი
***
მარი,
როგორც იქნა,
წვიმს და შხაპუნები,
უკრავს შემოდგომის ვერაგ მელოდიას,
როცა დარი არის,
ხშირად გატყუებენ,
როცა ავდარია,
აღარ გენდობიან.
თუმც რა შუაშია ხალხთან ამინდები,
რა აფორზმები,
ან რა ანდაზები,
როცა მატყუარას თვალებს ვაკვირდები,
მიცქერს გულახდილად,
მოხლოდ გაბრაზებით.
რიგი პრობლემების რიგში ჩამდგარივით,
ველი ჩემი ჯერის ჯერადს პროგრესიას,
ანუ აბსურდია მოცდა,
მაგალითად:
მკვლელსაც გააჩნია რაღაც პროფესია.
სანამ გადაწყვეტს,
რომ ვიღაც არ ასვენებს,
უნდა ვაღიარო,
მსგავად ხშირად ვხდები,
ჩემში ბედნიერი წლები ჩაასვენეს,
ახლა როგორც ბინა, ისე ვქირავდები.
სანამ სიუცხოვე არის გარანტია,
მანამ კომფორტულად ვიძენ სიახლეებს,
ღმერთი ვის ადარდებს,
ხალხშიც ღალატია,
სახეს ვინ დაეძებს,
სულშიც მიგახველებს,
ვიღაც პოლიციის ჩინით ინსპექტორი,
დროზე მართალი და დროზე ღირებული,
წვიმა სიბინძურეს ერთად მიატბორავს,
და მეც შემეშვება გამოსირებული...
მანამ გისოსების მთელი ბალაგანი,
ყელზე ეშვები და სისხლის აუზები,
მარი აკუსტიკით
- უკრავს დაგდაგანი,
მარი, მარი, მარი,
ბევრი პაუზები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები