ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია123
ჟანრი: პროზა
3 ოქტომბერი, 2015


ჭადრაკის დაფა , უჯრები მკაცრი , ორი უცნობი - ქალი და კაცი

  ჭადრაკის დაფა , უჯრები  მკაცრი  , ორი უცნობი -  ქალი და კაცი  , ერთი სურვილი , ორი  მიზანი  , დაიწყო თამაში , ვის ერგება ტაში .....
    მე ცნობილი მოჭადრაკე ალექსანდრა ვარონა ვარ . ბავშობიდან ჭადრაკის თამაშით გატაცებული , მოუსვენარი , ამბიციური , მეამბოხე . დაუმორჩილებელი სულისა და თამამი გადაწყვეტილებით მოწინავე , შეუდრეკელი და ხანდახან ურჩი . მამოძრავებს მიზანი გამარჯვებისა და არ მაღელვებს არანაირი ქმედება .  სრულიად ვემონები ძალაუფლებას და არ ვუშვებ არცერთ  შანს ხელიდან .  ვერ ვიტან ლოგიკურად , , აზროვნებას და ვცდილობ წარმოსახვით მსოფლიოს დაპყრობას . იმისთვის , რომ ახალი ნაპირი აღმოვაჩინო , ვტოვებ ძველს  და უკან მოუხედავად ვისწრაფვი  წინ .
  მე დიმიტრი კაზაჩენკო ვარ .  ჭადრაკის თამაშში განთქმული , დინჯი , გაწონასწორებული არქიტექტორი . ჩიკაგოს ცათამჯენების დამაპროექტებელი და ოჯახში აღიარებული მევიოლინე .  ნახაზი ან იდეალურად უნდა შეიქმნას ან მოვიცდი მის იდეალურად გარდასახვმდე . ჩემი მიზანია გამარჯვება და არაფერი გამარჯვების გარდა .
    სათმა 12 ს ჩამოჰკრა . ხალხი მოემზადა ორი დიდი მოჭადრაკის შერკინებინების საყურებლად . დაიწყო თამაში , დაიწყო იგი , ნელ -ნელა ითვლის პაიკებს ბედი . აკლდება თითო და თითქოს ირგვლივ სიჩუმე სუფევს ჭადრაკის ირგვლივ ....
  და მაინც რა არის ჭადრაკის თამაში ? ეს ის დიდი გამოუხატავი ემოციაა , რომელიც ორ მოწონააღმდეგეს ეუფლება . გამარჯვების სენით შეპყრობილი კონკურენტები თვალებით კორტნიან  ერთმანეთს და ცდილობენ ერთმანეთის გაცხრილვას . ორი თვალები , ორივე ლურჯი , ვნახოთ , რომელს არგუნებს გამარჯვებას ბედი .
    თეთრების მიერ  გადადგმულმა პირველმა პაიკმა  და ქალის ერთი ხელის მოძრაობამ , სკამებიი ააჭრიალა , თვალის გუგები გააფართოვა  და გარემომცველთა ყურადღება მოწინააღმდეგეს მოაპყრო . დაიძააბა ცნობილი დიმიტრი კაზაკინი . თითქოს მისი გული საგულედან ამოვარდესო და პაიკს უბრძოლველად დანებდესო . მაგრამ მალევე მოერია თავს და თამაში ოფიციალურად გახსნა. პაიკს , როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელ ქალს , თამაში ცხენით გაუხსნა . ქალი შეშფოთდა  მისი გონება ცაში გავარდა , ვერ გაერკვია ეს ნაბიჯი მარცხს ხომ არ მოასწავლებდა .რადგანაც სურდა ძალაუფლება წამიერად გამოეტახვა , მოწინააღმდეგის თვალებში ჩაძირულმა მანდილოსანმა დედოფალს მოჰკიდა ხელი  და დაავიწყდა გადათვლა უჯრის ....1 2 3 , ვერ გადათვალა დაიბნა ქალი ...... 1 2 3 და დაჰკარგა თავი ....  დედოფალს მოჰყვა პაიკი სამი , ცხენი ორი და ეტლიც ერთი . გაგიჟდა ქალი , შეშფოთდა ხალხი . და მაშინ როცა ჭადრაკის დაფა იდგა ურყევად, იცინოდ, იცინოდა და გამარჯვებას გულუხვად ზეიმობდა  კაცი .....
ქალს შეხედა და უცებ  მოერია სიგიჟე ბრაზის . ურყევი ქალი , იჯდა დინჯად და არ შეუტოკებია წარბი , წარბს მოჰყვა თვალი , თვალი კი ლურჯი და ჩაიძირა ოცნების ზღურბლში .  ვინღა უყურებს ფიგურების სვლას , აღარცერთს ახსოვს მიზანი მათი , და ამ დროს როცა კაცი ჭადრაკს თამაშობს ქალის თვალში , გაახსენდა ალექსანდრას მისი ღიმილი ბასრი  . გადადგა ცხენი 1 2 3 , და  აღარა ჰყავს მოწინააღმდეგეს ეტლი . 1 2 3 და აღარა ჰყავს მეფეს, მეუღლე ქალი . 1 2 3 და გამოცხადდა მეფესთან შახი ... გაინძრა კაცი, გაბრაზებულმა განცვიფრებულმა ოხვით ახვსილმა შეხედა თვალში , ვერ გაერკვია რა მოხდა წამში ..... დამარცხდა მეფე , მტერი ამაღლდა სუყველას თვალში , დამარცხდა იგი და დარჩა მხოლოდ წყეული ტაში .....  ურყევი დაფა შეარყია ,  გაგიჟდა კაცი , ჩახედა თვალში და მიულოცა გამარჯვება ქალის . ატკინა გული გაამწარა ქალი და ვეღარ იცინის ურყევად კაცი . მიხვდა შეცდომას და მოერიდა ქალის . ეს  თამაშია , თამაში მტრული , უნდა გათვალო ნაბიჯი სრული შეამოაბრუნო შენ მხარეს რული და აუძგერო სუყველას გული .....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები