ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2015


ისტორია

ღმერთმა არ ქნას დაშრეს,
რაც სიყვარულს აკმევს,
რაც მოსარწყავ იებს,
დაუკეტავს არხებს.
ჩვენ ცარიელ ვაზნებს,
ისტორიას ვარქმევთ
და დატენილ ტყვიებს
მკვლელობაში ვამხელთ.
ზუზუნებდა მარად
ავტომატის ჯერი,
გვილეწავდნენ ფასადს,
მონდომებით, ხარბად!
დღეს გავყიდეთ ლარად
სამშობლო და ერი,
ხვალ სიცოცხლის ფასად
დავიბრუნებთ ალბათ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები