ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ალდე-ელენე
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2015


...

      მარტოობის არდამთავრების საუკუნე

პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას მეთვრამეტე ვაჟის, ანუ უბრალოდ აურელიანო. მეუბნება

_შენ ჩამიფიქრე, იმან სიტყვებში ვერ ჩამატია , ვერ ჩამკეტა და
ვერც სასვენ ნიშნებში ვერ ისვენებს ჩემი მარტოობა.
სამოქალაქო ომი ჩემი სამშობლოა,
კორექტორის მზერას გადარჩენილი უადგილო შორისდებულის მუტაცია
ჩემი სამშობლოა,
უცხო ენაზე დაწერილი ტექსტიც ჩემი სამშობლოა და
მე, მე  ვარ, ვარ _ მეთვრამეტე  საგულისხმო ვაჟი- უბრალოდ აურელიანო
ბებია ურსულა.

თუმცა დედანში არადა, ნათარგმნ ტექსტში გავჩნდი
მაინც სისხლით მარტოობის ვირუსს ვატარებ და
ის მარტოობა ქუდბედივით ჩრდილზე დაყოლილ ჯვარზე მეტყობა და
ამ მარტოობის სიტყვებისაგან დაწერილ დეენემზეც მეტყობა და
ეს ჩემი მარტოობის მუტაციაზეც მეტყობა და
სიტყვების ძარღვებშიც აფეთქებებზეც მეტყობა და
ღმერთის საკუთარ სისხლში გაშმაგებულ ძებნაზეც მეტყობა
ბებია ურსულა.

ამაღამ მაკონდოში ვბრუნდები,
ჩემი აბსტრაქტული მეტაფორების არმიები ტერმიტებივით შემoსევიან,
არცერთი სიტყვა მისგან რომ არ მერგო,
რევანშის ფერებით შეესევიან მაკონდოს,
იქ მისვლა იქნებ გოგონას ფიქრებშიც აღარ მიწერია,
მადლობა მაინც, მის ტექსტში შეტანილი ცვლილებისათვის,
ჩემი სისხლის ტექსტში შეტანილი ცვლილებისათვის,
ბებია ურსულა.

ჩემი სისხლის მარტოობაში სამი ქალი მუდამ ბინადრობთ,
ჩემს ყოფნის და მარტოობის სიყვარულის სამი მძევალი
უთქვენოდ მარტოობაც მარტო რჩება,
დედაჩემი - უსახელო და უსახო ტკივილის სიმბოლო,
არსად როა არაა და მაინც რომ უთუოდ იყო  და
ჩემი ყოფნით მისი ყოფნაც რომ უნდა ვამტკიცო და
გოგონა სხვათა ქვეყნის სხვანაირი მთებიდან გონებაში რომ მბადებს და
ჩემს უწარსულო ტექსტში ავუჯანყდე ჩენს არაარსებულ მარტოობას იმას მაძალებს
ბებია ურსულა.

ახლა შენ თუ მიშველი, შველა მჭირდება,
ისევ მისთვის ნუ მათხოვნინებ, შენთან მოვედი სააჯებლად
ამ ერთხელ და საბოლოდ შენ მიშველე
ახლა მარტო შენი მარტოობის შველა მჭირდება და
სადმე რომ ვიყო, სადმე რომელიმე სტრიქონში რო გამოვჩნდე და 
ან დამისიზმრე და ან რამენაირად მიგულისხმე და
ან ფიქრის ხავსი რამენაირად გამომიწოდე
ბებია ურსულა.

თუ  უარი უნდა  მითხრა?
არ დაგემდურები, ვიცი ყოფნისთვის არასოდეს გამიმეტებდი,
ვიცი ხელებს შეწყალების სახელით დაიბან და
სისხლში ჩამდგარი მარტოობის ერთი ლანდი რომ  ,
ერთი მოხეტიალე მარტოობარომ არ მოუშვა ამქვეყნად
მშვიდად დაუშვებ.
იმასთვის  მათხოვნინებ
ჩამიფიქრე გოგონავ, ჩამიფიქრე, ხორცი შემასხი და გადამარჩინე,
ეს ხორცი და ეს სისხლი და ეს ფიქრი და ეს სიტყვა
მაკონდომდე მიმატანინე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები