ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2015


ჩემს შვილს სიყვარულისფერი თვალები ექნება

ჩემს შვილს
სიყვარულისფერი თვალები ექნება,
იქნება დედასავით ლამაზი და
ღვთისმშობლის ხატზე მლოცველს
არასოდეს შეშურდება სხვისი.
ჩემს შვილს
სიყვარულისფერი თვალები ექნება,
იქნება მამასავით კეთილი და
ღვთისგან წრფელი გულით მირონცხებულს
ეყოლება ქრისტიანი მეუღლე.
მშობლების სიცოცხლეს უძირო
ცისფერი ან ლურჯი თვალები ექნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები