ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2015


დარდის ხელწერა

ვწერ ახლა იმას და ისე,
სიტყვებსაც რომ უკვირთ, ალბათ.
წვიმა კი იტეხავს კისერს
განცდებით სველია ფარდა...
კედელს თვალს უშტერებს ფიქრი,
საგნები უსაგნოდ დგანან.
წამით წარმოსახვას ვიქმნი,
სადაც ცოცხალია მამა...
ცხოვრება აგორებს ბისერს,
ყოფნას და არყოფნას შორის.
სიჩუმე მიზის და მისმენს,
რა უტყვად ვსაუბრობთ ორნი...
რაღაც ნოსტალგიურს მოჰგავს
წვიმით ნასველები ქუჩა.
ფიქრი გამიწყვიტა ორგან
ხსოვნამ, გადავაბი, თუმცა...
სიტყვებში ჩატევა განცდის
დარდის ხელწერაა ალბათ.
ძველ ფოტოს მტვერს როცა ვაცლი,
მაშინაც ცოცხლდება მამა...
            08.10.15





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები