ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ტ ა ტ ო
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2015


თათიას

მთებსა თუ გორებზე, ქარში თუ წვიმაში;
ცხოვრებამ რა გზებით სად აღარ მათრია,
ბოლოს ერთ ადგილას გავჩერდი და მაშინ ,
შენ ჩემთან მოხვედი, მოხვედი თათია...
შენით დაკოდილი ისევ შენ მიწამლე,
ღამით ეგ თვალები მზესავით ანთია;
ცხოვრება მე შენთვის, შენითვე ვისწავლე
გაგიშვებ არასდროს აღარსად თათია...
მიდიან დღეები, თვეები და წლები,
ის წლები შენს კართან ღამე რო ათია
დედის ალერსივით გამათბე და ვხდები
რომ მხოლოდ ჩემი ხარ, ჩემი ხარ თათია...
როცა მზე ამოდის და დგება აისი
შენს თვალებში კი ათინათია;
შენ შემაყვარე ძვირფასო მაისი
გაზაფხული ხარ ჩემს სულში თათია...
სახლები, კოშკები, მანქანა სარჩევი
არ გვინდა, რას გვარგებს ცხოვრება მათია,
ჩვენ ჩვენი ჯვარი გვაქვს ბოლომდე სათრევი
მარდამხარ ვიაროთ, ვიაროთ თათია..
შენთვის მიჩუქნია ლექსები ტომებად
სხვა ყველაფერი ტყუილი ჯართია;
ჩემს ცხოვრებას რომ თავს აზრი მოება
ეგ აზრი შენა ხარ შენა ხარ თათია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები