ნაწარმოებები



ავტორი: თ ო რ ნ ი კ ე
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2015


გიყვარდი ასე...

როდესაც თურმე გიყვარდი როგორ
და არ ამხელდი ისე  გიყვარდი,
ახლა სხვასთან ხარ, სხვასთან ხარ გოგო...
გზებს კი შენს გარდა ყველგან მივყავდი,

ყველგან მივყავდი გზებს და ხეტიალს,
როდესაც თურმე გიყვარდი ძალზედ
შენი შეხვედრა ახლა მეტია,
ვიდრე ათასი ნაცნობის გზაზე.

შეგხვდი, ახლა კი თვალებს ნაშვილებს,
სხვისი დანახვის სურვილით ავსებ,
ვბრუნდები ზურგით და არ მამშვიდებს
ის, რომ გიყვარდი გიყვარდი ასე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები