ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2015


მე კი

ოქტომბერს სულში
სიყვითლე ატანს
და ცას წყლიანი
თვალებით უმზერს,
კარგად ყოფნის დრო
დაუდგა ავდარს,
ღრუბელს ნაოჭი
დაემჩნა შუბლზე.

მოულოდნელად
ყელზე შეწყვეტილ
ქარვისფერ მძივებს
ვაგროვებ ქარში,
მოღუშულია
ქალაქი, მე კი,
ვგრძნობ შემოდგომის
წვიმასთან კავშირს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები