ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ილუ
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2015


2 წუთი

ორი წუთი პოეზია იყო,
ნამცეცებად  ქცეული სიყვარული,
ჩემს სახლში დამწყვდეული იყო,
ორი არსების უუნარო სიბრალული.
ორი წუთი მოგონება იყო,
ჩემი ნასახლარის  სიყვარული,
თითებში დამწყვდეული ომი იყო
მთლიანად მისი სინანული.
ორი წვეთი ცრემლი იყო,
ლანგრით მორთმეული გრძნობა,
ჩემი წინაპრების მოდგმა იყო,
შენი სიყვარულის ხოტბა.
ჩემი, წინაპარი- სული იყო,
უმისამართოდ მომკლა,
ორი წუთი ფიქრი იყო,
სიტყვებით ცარიელი გრძნობა.
ორი წვეთი სისხლიც იყო,
სიტყვებს მოსდიოდა ოხრად,
გრძნობით დაუცლელი ვბორგავ,
ცრემლებით ფილტვებს ვტბორავ.
ორი წუთი პოეზია იყო,
ნამსხვრევებად ქცეული ისტორია,
ჩემს სულში დამარხული ფერი იყო,
მოცარტის დაგლეჯილი სიმფონია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები