ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
11 ოქტომბერი, 2015


პროპელერი (ეტიუდი)

სხივი იმ კუთხეში არასოდეს აღწევდა. ჩამუქებულ აგურის კედლებს, ოდესღაც, თურმე "კარლსონი" სტუმრობდაო და მისი "პროპელერი" იყო ის ერთადერთი ნივთი, რომელსაც მუდამ მადლიერებით იხსენებდნენ უსულონი, მტვრისგან გაწმენდილები. ათასი ძველმანით დახუნძლულ სხვენს, წარსულიც მძიმედ ეტყობოდა.

  - დიახ, ვყიდულობ ამ სახლს.
  - იცით, აქ ერთი დეტალია საინტერესო. აუცილებლად უნდა გითხრად.
  - გისმნეთ?! - ინტერესიანმა, ფართოდ გახელილმა თვალებმა ყურადღება კედლებიდან, მაკლერზე გადაიტანეს
  - ამ კორპუსში ოდესღაც სვანტესონების ოჯახი ცხოვრობდა, კერძოდ ამ სახლში.
  - რის თქმას ცდილობთ? - ამჯერად თვალებში ჩაყრილ გაურკვევლობას ქმრის თვალებს უნაწილებს.
  - არაფერს გეუბნებად გვარი სვანტესონი ან სვანტე?
  - წარმოიდგინეთ არაფერს. - მხრებში მოხრილებმა მზერა მტაცებლებივით, მაკლერისაკენ გაისროლეს.
  - კარლსონი? - ხელებ-გაშვერით (სხვენისკენ), ყვირილით წარმოსთქვა პერსონაჟის სახელი ქმარმა.
  შესანიშნავია!
  - სხვენსაც ვყიდით. მაგრამ თქვენ შემთხვევაში რადგან ვიპ-კლიენტი ბრძანდებით, სხვენი ჩვენი კომპანიის საჩუქარია. ეს თქვენი რიგით მესამოცე შენიაძენია.
    - გმადლობ!
    - ინებეთ სახლის გასაღები. - ხელისგულიდან გასაღები აიღო და ნეკა თითი რგოლში გაუყარა.
მუდამ ასე ტრიალებს პროპელერივით, კარლსონის სახლის წითელღილაკიანი გასაღები.




გიგო რიონელი
4 აპრილი 2015 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები