ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
18 ოქტომბერი, 2015


სუფთა (ეტიუდი)

სულს ამოვეფარე, მაგრამ ცამ მაინც შემამჩნია. ჩამოწვა ჩემთვის და თოკზე გასაშრობად დამიტოვა ვარსკვლავები. მეც გამომშრალი ვარსკვლავცხობილები ქაღალდის პარკებში ჩავალაგე და პატარა, წვიმისფერ სათავსოში შევინახე.მხოლოდ ორი ცალი დავიტოვე. ერთი შენ გამოგიწოდე , მეორე მას! ჩამოწოლილმა შენთან ერთად აზიდვა გადაწყვიტა. უემოციოდ დავრჩი მთვარეთვალება!..სულს ამოფარებული სრულიად შიშველი გამოვჩნდი წვიმისფერ კარადაში შენახულ ვარსკვლავცხობილებთან ერთად!
ვჭამე...
ვჭამე...
ვჭამეე...
მაგრამ არ ამშლია გონება!
მაგრამ არ გამჩენია მეჭეჭები..
მაგრამ არ ამშლია სარეცელი...
მხოლოდ გული დაიცალა დამპალი სისხლისგან...
გავსუფთავდი...
გავსუფთავდი...
გავსუფთავდი!
მაგრამ არა სუნისგან.
მაგრამ არა შურისგან...
მაგრამ არა სიძვისგან...
გავსუფთავდი ლეშისგან!
მე ვეზიარე ვასკვლავორცხობილით, დანამული, მზისგან გამოწურული მხოლოდ ერთადერთი ცრემლით, რომელმაც სამყარო გააცოცხლა.


გიგო რიონელი
5 ოქტომბერი 2015 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები