ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მირცხულავა
ჟანრი: პროზა
9 ოქტომბერი, 2015


ქუდი

სამი თვე იბრძოდა მამა ლაბრაში. ჩვენ რომ კოჩარის ცენტრში სატვირთო მანქანაზე შეგვყარეს, მამამ გამოგვაცილა. უკვე ცეცხლი ეკიდა ქეთევანს და ცა იყო წითელი.
- ნუ უყურებო ! - შენიშვნა მომცა. დიდი ბებიის მოქსოვილი ქუდი მეხურა. დაიძრა ჩვენი მანქანა და მამაც ტყვიანაკრავივით გამოგვეკიდა :
- ქუდი, ქუდი ! - ყვიროდა. მიუხვდა დედა, მომშხვლიპა თავიდან და ესროლა. ჰაერში დაიჭირა მამამ და დავინახე, როგორ მოამწყვდია მუშტში. მერე ბებომ ქაშმირის თავშალი მოიხსნა ბეჭებიდან და თავზე მომახვია.
წვიმდა მაშინაც !
ახლაც სახლში დევს ის თავშალი, იმ დღის მოგონებებს ინახავს. არც კეთებია მას მერე ბებოს, ეშინია ალბათ, არ დააფრთხოს ნაჭერში გამოხვეული ხსოვნის პეპელები
ქუდი... ჰო სანამ თვალს არ მივეფარეთ, იდგა მამა, მუშტიდან გაენთავისუფლებინა და ახლა ჰაერში იქნევდა !
მერე ტელევიზორში ვნახეთ, ქუდით ვიცანით, ცოცხალიაო, ყვიროდა ბებო და თითქმის მალაყებს გადადიოდა სახლში.
- ტამიშელი ბავშვი იბრძოდა ჩემთან ერთად, არ ვიშორებდი გვერდიდან, შიგ თავში მოარტყეს ნაბიჭვრებმა, მოვიხადე ეს შენი ქუდი და დაფლეთილ თავზე დავაფარე, თორემ უქუდოდ როგორ დავბრუნდებოდი ?! - მიყვებოდა და ასე პასუხობდა ჩემს შემომწყრალ მზერას ომიდან დაბრუნებული მამაჩემი. დღესაც ვერ ჰყვება ამ ამბავს უცრემლოდ.
გუშინ დედამ თქვა : 5 ოქტომბერს დაბრუნდაო მამა, სოხუმი დაეცა და ბრძოლას აზრი არ ჰქონდაო. დაბრუნება მეც მახსოვს. იდგა კარის ზღრუბლზე გალუმპული, დაპატარებული და როდის- როდის მომიწია რიგმა - ჩავხუტებოდი.
წვიმდა მაშინაც, ასე ნება- ნება და უდარდელად, როგორც ახლა !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები