ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სევდის შემგროვებელი
ჟანრი: იუმორისტული
9 ოქტომბერი, 2015


ანდალას ოინები

ვით საწაყალ კაცსო ქვა აღმართშიო,
წამომეწია ფიქრში ანდალა,
ნეტავ საიდან რას მომემჭვიტა,
ეს უმაქნისი და მაკანტალა?
იმდენი შვება მომცეს უფალმა
და არ გამიწყრეს წმინდა ცხრაკარა,
რაც მაგან ოსებს ბარდიანად
ბოჩოლები და თხები დაჰპარა,
სოფელშიც  ხელს რომ არ აყენებდა,
დაჭყეტილი და ჭროღაწამწამა,
მკვდარ-ცოცხალს ერთად უმკობდა, ვინც კი
ხელმრუდობაში ცილი დასწამა!
არადა ყველამ კარგად უწყოდა,
რა ბაცაცუნა, რა მაწანწალა
იყო და ისიც იცოდა, ვის სად
ედგა საქათმე, საბძელ-ქანდარა!
ერთხელაც სოფლის მამასახლისმა
გაატიტვლა და ნიფხვის ამარა,
თავის ნაქურდალ ქათმებიანად,
სოფლის შარაზე ჩამოატარა!
(გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები