ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შემიშვი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2015


წიკ.

წუთში სამოცჯერ გიყვარს თამაში,
ქვიშის სკიპტრით და ცივი ღიმილით,
გიყვარს ხახუნი გაცრეცილ ნერვზე,

წიკწიკებ..

სარეველებით სავსე ყანაში
აქა-იქ მესმის მკვდართა კივილი,
ცელიან ‘მაიკლს’ ანიშნებ ჩემზეც..

წიკ-წიკებ...

ჭაღარა კუპრის აბაზანაში
360 ბრუნვის ტკივილი
მაწვიმს სიყვითლეშეპარულ მხრებზე..

წიკ.. წიკ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები