ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკოლოზ გოდერიძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 ოქტომბერი, 2015


" ყელამდე შეკრული სიცოცხლე "

დღეს ჩემი ყელამდე შეკრული სიცოცხლე
დამტოვებს და მერე თავზე ხელს აიღებს ,
შენ მხოლოდ ოცნების ახდენით იცხოვრე
დამტვერილ ფიქრებს ? კუბოც კი წაიღებს.

ჰაერი, ცხოვრების შეშლილი გესტაპო,
გახსოვდეს სამყაროს ფეხებზე ჰკიდიხარ,
და თურმე რამდენიც არ უნდა ეცადო,
თიხა ხარ და მაინც მიწაში მიდიხარ.

მერე კი ჩემსავით სხვა ბევრი ინანებს,
ხმაურის წყვდიადი, სიჩუმის ბინდი ვარ,
შენ ეცი პატივი თუ გინდა ტირანებს,
მე კიდევ ტერენტის გზებისკენ მივდივარ.

დუმილი უფრო სათუთია ვიდრე სიტყვები,
ბავშვებს ნაყინი შემოაკლდათ ზღაპრებს ფერია
შენ ერთ სიცოცხლეს გაუძელი მერე მიხვდები,
რომ ჯოჯოხეთი სამყაროსთან არაფერია ! .

აქ ზოგი ცხოვრებას ფასადებს უწონებს
და ერთ დღეს ვიცი მეც უკადრელს ვიკადრებ,
ვიღაცა სამყაროს კეთილს რომ უწოდებს
მე მეცინება და ღიმილს ვერ ვიკავებ  .

აქ ზოგიერთი უწიგნური თავსაც იფასებს,
დანგრევა სწრაფად ხდება დრო უნდა აწყობას
და ცნობა უნდა იმისთანებს ვინც დაგიფასებს,
ყველაფერს, თუმდაც მცირეოდენ გვერდში დადგომას.

აქ სადაც ტირილი არის სირცხვილი
სადაც ზამთარი არასდროს წყდება,
სიცოცხლის შემდეგ მოდის სიკვდილი
და ჩემთან მგონი პირიქით ხდება ! .

მტყუანს და მართალს ღმერთიც მიხვდება,
ღმერთი რომელსაც აქ ფიცულობენ
ჟურნალისტიკა ? არ იკითხება,
ლიტერატურა ? არ კითხულობენ .

და მე მივდივარ ვშორდები ყველას
არ მწყდება გული არცერთი წამის,
სხეულში სული მოითქვამს შვებას
და უძილობაც შეწყდება ღამის .

არ მინდა მხოლოდ გიჟივით ვწერდე ,
მე ერთი რამე მინდა მეტწილად,
ჩემი სახელი, სიკვდილის შემდეგ
დარჩეს სამყაროს მრავალწერტილად ! ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები