ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
10 ოქტომბერი, 2015


სარა ტისდეილი - მწყალობელი (სიმღერა)

ოდეს ჩამაცვი მტკიცე სანდლები
და მიწილადე პური და ღვინო,
დამსვი მახლობლად მზის, ვარსკვლავების,
ჩემად შევრაცხე მთელი მსოფლიო.

ფეხიდან ხამლი მინდა გამხადო,
თუ რას სჩადიხარ, არ უწყი თავად;
შენს მკლავებშია ჩემი სამყარო,
შენ გთვლი ჩემს მზედ და შუქურვარსკვლავად.

10 ოქტომბერი, 2015 წ.



Sara Teasdale -  The giver (Song)

YOU bound strong sandals on my feet,
You gave me bread and wine,
And bade me out, 'neath sun and stars,
For all the world was mine.

Oh take the sandals off my feet,
You know not what you do;
For all my world is in your arms,
My sun and stars are you.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები