ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2015


ისე - ცოცხალი მქვია


(ციკლიდან "ეტიუდები")

როგორ დავმალო ნაღველი,
"იყუჩე, არა თქვაო",
ასფუთიანო ტკივილო, გული რით გავიქვავო!

თავქვე რბის ცრემლის მდინარე,
ქვეს იქით -კიდევ ქვეა.
რა შორი არის აწმყო და
წარსული - რა აქვეა!

ერთი უცნობი მოგგავდა,
ღიმილი მომაფრქვია...
შენი ხელიდან - მკვდარი ვარ,
ისე, ცოცხალი მქვია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები