ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლიტერატურული სალონი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
11 ოქტომბერი, 2015


ლექსო დორეული - ჩანაწერები

ოთარ ჯირკვალიშვილი - ჩემი საყვარელი რომანისტი

ყოველთვის მეგონა, რომ დღეს დროს ვერ გაუსწრებ, მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლება, არის ის, რომ დაეწიო მას.
მაგრამ თუ ლიტერატურულ დროს განვიხილავთ, როგორც სივრცულ მოცემულობას და განსხვავებას დავინახავთ საფრანგეთში, ვენესუელაში, ტრინიდადი და ტობაგოში, ავღანეთში, საქართველოში, ნორვეგიაში.... მიმავალ დროებს შორის, შეიძლება ეჭვი შევიტანოთ იმაში, რაც მე ყოველთვის მეგონა და ოთარ ჯირკვალიშვილის მოთხრობების გამოცემული კრებულის (სახელწოდებით „კანფეტი“, გამომცემლობა სიესტა, რედაქტორები: პაატა შამუგია და ნინო კლდიაშვილი, 2014 წელი.) რამდენჯერმე წაკითხვის შემდეგ, აღარ მგონია.
თამამად ვიტყვი: ჩემი აზრით, ეს წიგნი ქმნის უნიკალურ, არარსებულ ინტელექტუალურ ხდომილებას ქართულ პროზაულ სივრცეში და მნიშვნელოვნად აფართოვებს მის საზღვრებს.
პაატა შამუგია წიგნის წინასიტყვაობაში საინტერესო და არსებით აზრს გამოთქვამს: „თუკი სექსუალურის სერიოული წარმოება ავტომატურად აღწევს სექსუალურის განდევნას“ და ეს არც ისე ახალი იდეა ისტორიულად, ფილოსოფიურად და ფილოლოიურად მართალია, ეს გვაძლევს შანსს, სრულიად აღვირახსნილად განვაზოგადოდ ის. განდევნის თუ არა ინტელექტუალურის სერიოული წარმოება, მისი გამუდმებული და ზოგჯერ, აკვიატებული კვლავდაკვლავდაკვლავწარმოება (თავის)თავად ინტელექტუალურს ამ პროზიდან?“
ამ არსებით კითხვას პაატა შამუგია დადებითად პასუხობს, რაც, „(თავის)თავად“ ჭეშმარიტებას მოკლებული სულაც არ არის.
აი, მე კი მგონია, რომ დასმულ კითხვას შეიძლება უარყოფითი პასუხიც თავისუფლად გაეცეს და სწორედ ამას ვაპირებ ახლა.
პაატამ „განზოგადების“, უფრო სწორად, ანალოგიის ლოგიკის სავსებით ლეგიტიმური გამოყენება შემოგვთავაზა. ამასვე გავაკეთებ მეც. მანამდე კი გავიხსენებ ბოდრიარის ნაციტირებ აფორიზმს (გამოთქმულს მის „სიმულაკრებსა და სიმულაციებში“), რომელსაც თავად ფრანგი ფილოსოფოსი „შეცდომას“ უწოდებს: „სამხედრო ფსიქოლოგია უკან იხევს კარტეზიანული სიცხადიდან და ვეღარ ბედავს გამიჯნოს ჭეშმარიტი და მცდარი, „ნაწარმოები სიმპტომი ნამდვილისაგან. „თუ ის ასრულებს გიჟის როლს ასე კარგად, ის გიჟია“.
მე მგონია, რომ თუ ტექსტი იდეალურად ასრულებს ინტელექტუალური ტექსტის პაროდიას, ის ინტელექტუალური ტექსტია.
რეალობის ამგვარი რეფერენცია წარმოადგენს არა სუბსტანციის გამოსახულებას, არამედ ასლს - რეალობის გარეშე, რუკას ტერიტორიის გარეშე და ჩრდილს საგნის გარეშე. ეს კი არსისა და არარსის ბინარს ანაცვლებს არსისა და ხდომილების დიქოტომიით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები