ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2015


მე ბავშვობიდან ასეთებს ვეტრფი

’’მე ვხედავ მზეს“ და ერთ ლამაზ გოგოს
სიზმრად ვით დედას, ხშირად ვნახულობ,
მისი თვალები მხიბლავენ, როგორც
გრემი, გელათი, ოშკი, ხახული.

თუმც ეს ცხოვრება ზოგჯერ მკაცრია,
მწამს: არ მოაკლებს წყალობას ღმერთი,
ის დახვეწილი არის გრაცია,
მე ბავშვობიდან ასეთებს ვეტრფი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები